დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ`` ქ. თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 22/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.240.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №602
2003 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ.თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ.თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერა;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები