ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში

  • Word
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/12/2016
ვებგვერდი, 20/12/2016
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნათა შესასრულებლად ამ კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოსს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემოსულია 34 მოთხოვნა.

 

მათ შორის:

1. მოქალაქისგან - 6

2. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’ 4;

3. ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDIFI’’-დან 4;

4. ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი’’-დან 4;

5. ,,მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი’’-დან  9;

6. ,,ნეტგაზეთი’’-დან 2;

7. ,,ჟურნალისტიკის განვითარების ცენტრი JDN’’-დან 1;

8. ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი’’-დან 1;

9. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ 1;

10. ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI’’-დან 1;

11. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC’’-დან 1.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად 22 მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

 

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’ შემოსული 3 მოთხოვნა:

1. 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 26 თებერვლამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე,1251-ე, 126-ე, 1261-ე, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გამოტანილი გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენების ასლების გადაცემა;

2. რამდენი სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით;

ა)რამდენ საქმეზეა გამოყენებული ბრალდებულის პირველი წარდგენისას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გირაო და სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება;

ბ) რამდენ საქმეშია დაზარალებული ქალი, მამაკაცი და ბავშვი;

გ) რამდენი ბრალდებულის მიმართ არ გამოყენებულა არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება;

დ) რამდენ საქმეზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ე) დაცვის მხარის რამდენი შუამდგომლობა წარედგინა სასამართლოს წინასასამართლო სხდომაზე დევნის შეწყვეტის შესახებ (რამდენი დაკმაყოფილდა);

ვ) დაცვის და ბრალდების მხარის რამდენი შუამდგომლობა წარედგინა სასამართლოს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე;

ზ) რამდენი საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და რამდენზე ეთქვა უარი მხარეებს;

თ) რამდენ შემთხვევაში იყო მოსამართლის მიერ სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო  გამოყენებული გაძევება, დაჯარიმება ან/და დაპატიმრება;

ი) რამდენ საქმეზეა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი;

3. 2014-2016 წლებში რამდენჯერ გამოცხადდა კონკურსი სასამართლოს აპარატში ვაკანტურ ადგილებზე საჯარო მოხელეთა მისაღებად:

ა) რამდენი მოვალეობის შემსრულებელია აყვანილი სამსახურში და რამდენი ისეთი პირი, რომელიც კონკურსამდე არ იყო დასაქმებული მოვალეობის შემსრულებლად;

ბ) 2014-2016 წლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები, ჩაშლილი კონკურსების რაოდენობის და მიზეზების მითითებით;

გ) 2014-2016 წლებში სასამართლოს აპარატის რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან, გათავისუფლების საფუძვლის მითითებით;

დ) მოსამართლის აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა და ვინაობა;

ე) 2014-2016 წლებში რამდენი საჯარო მოხელის მიმართ განხორციელდა დისციპლინური წარმოება, წარადგინა თუ არა საჯარო მოხელემ თავისი პოზიცია;

ვ) დისციპლინური წარმოებისას რამდენ შემთხვევაში ჩატარდა ზეპირი მოსმენა;

ე) 2014-2016 წლებში რამდენ საჯარო მოხელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და სახდელის რა სახე იქნა გამოყენებული;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თუ არა სასამართლო წესით;

ზ) სასამართლოში მოქმედი სტაჟირების წესის გადაცემის შესახებ;

თ) 2014-2016 წლებში მიღებულ სტაჟიორთა რაოდენობა და დასაქმებულთა სტატისტიკური მონაცემები;

 

სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული 3 მოთხოვნა:

1. 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლების გადაცემა;

2. №3/93-15.3/53-15, 3/58-15. 3/83-15, 3/249-15 ადმინისტრაციულ საქმეებზე მოძალადისა და მსხვერპლის დაბადების თარიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

3. 2014 წლის 07 მაისიდან დღემდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII3 კარის (სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე) ან/და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შემოსული სარჩელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის, მათი ასლების და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემის თაობაზე;

 

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი’’-დან შემოსული 3 მოთხოვნა:

სასამართლოში საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ (მომართა სამჯერ);

 

მართლმსაჯულების განვითარების ცენტრიდან შემოსული 6 მოთხოვნა:

1.თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების და შრომის შინაგანაწესის გადაცემის შესახებ;

2. ინფორმაცია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საშტატო ერთეულის რაოდენობის შესახებ;

3. სტატისტიკური მონაცემები 01.01.2016 წლიდან 01.06.2016 წლამდე განხილულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე, კატეგორიების და მოსამართლეთა ვინაობის მითითებით;

4.სასამართლოში არსებული თანამდებობების ჩამონათვალი დასაქმებულ თანამშრომელთა ვინაობის მითითებით;

5. ინფორმაცია თითოეული მოსამართის წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის შესახებ;

6.ინფორმაცია შტატით და შტატგარეშე დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;

6.09.09.2016 წლიდან 07.10.2016 წლის ჩათვლით საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე შემოსულ საქმეთა რაოდენობა, ამასთან რომელ მოსამართლეს რამდენი საქმე დაეწერა განსახილველად (მოსამართლის სახელისა და გვარის მითითებით) და რამდენი საქმე დასრულდა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ.

 

,,ნეტგაზეთი’’-დან შემოსული მოთხოვნა 2014 წლის 02 ივნისიდან 2014 წლის 04 ივნისის ჩათვლით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განხილულ საქმეებზე გამოტანილი დადგენილების ასლების გადაცემის თაობაზე.

 

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC’’-დან შემოსული  მომართვა შემდეგი სახის ინფორმაციის მოთხოვნით:

ა)დისკრიმინაციასთან დაკავშირებით რამდენი საქმე განიხილა სასამართლომ 2013 წლის 12 ივნისიდან 2016 წლის ნოემბრამდე:

ბ) რამდენ შემთხვევაში იყო სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებული  ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე ტერცია კარით გათვალისწინებულ ნორმებზე და რამდენ შემთხვევაში სხვა საკანონმდებლო აქტებზე;

გ) დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმოდგენილი სარჩელებიდან რამდენ შემთხვევაში იქნა მიღებული განჩინება სარჩელზე ხარვეზის დადგენის, წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და წარმოებაში მიღების თაობაზე გამოტანილი განჩინების ასლები;

დ) დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეებიდან რამდენ შემთხვევაში გადაეგზავნა სარჩელი განსჯად სასამართლოს. რამდენ შემთხვევაში დაიწყო დავა სასამართლოთა შორის განსჯადობაზე და გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში;

ე) დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქმის შეწყვეტა/შეჩერების და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების ასლები;

ვ) დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დაკმაყოფილებულ, ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ და არ დაკმაყოფილებულ სარჩელებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების ასლები;

ზ) სტატისტიკური ინფორმაცია 2013 წლის 12 ივნისიდან 2016 წლის ნოემბრამდე დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თაობაზე;

 

მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებები:

თედო გოგოხიას განცხადება სადაც მოთხოვნილი იყო შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) 2012-2015 წლებში საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ასლის გადაცემის შესახებ;

ბ) 2011-2016 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ასლების გადაცემის შესახებ;

გ) 2014-2016 წლებში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ.

 

თინათინ ალიაშვილის განცხადება, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული ორი გადაწყვეტილების ასლის გადაცემის თაობაზე;

 

თამარ მახარობლიძის განცხადება 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის აპრილამდე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ, სადაც  არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია შინაპატიმრობა.

 

თამარ მახარობლიძის განცხადება 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ, სადაც  არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა.

 

იოსებ მამესწარაშვილის განცხადება 2014-2016 წლებში საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გამოტანილი განაჩენების ასლების გადაცემის თაობაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა:

 

1.,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი’’-დან მოთხოვნილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  სამართლის კონკრეტულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების ასლების გადაცემის შესახებ;

)2012-2015 წლის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 39-ე თავით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

) 2011 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლების გადაცემა;

) 2012-2015 წლებში საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით მიღებული განაჩენის ასლების გადაცემა;

) 2013-2015 წლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ასლების გადაცემა.

2 .,,მართლმსაჯულების  განვითარების ცენტრი’’-ს  განცხადება 01.06.2016 წლიდან 30.06.2016 წლის ჩათვლით შემოსულ საქმეებზე ინფორმაციის მიწოდება, რაოდენობის, საქმის ნომრის, შემოსვლის თარიღის (დღე, საათი, წუთი) და მოსამართლეთა ვინაობის მითითებით, რომელსაც გადაეცა მოცემული საქმე. ასევე მოსამართლეთა რიგითობის განსაზღვრის შესახებ ბრძანების ასლის გადაცემა;

3 .,,მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი’’-ს განცხადება 08.04.2016 წლიდან 08.09.2016 წლის ჩათვლით საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე შემოსულ საქმეთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, რომელ მოსამართლეს რამდენი საქმე დაეწერა (მოსამართლის სახელისა და გვარის მითითებით) და რამდენი საქმე დასრულდა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ; ასევე სასამართლოს იმ მოხელეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობას და მის პროაქტიულად გამოქვეყნებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად არ დაკმაყოფილდა 8 მოთხოვნა:

 

მათ შორის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსსკ-ის 106-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის თაობაზე შემოსულ საჩივრებს, ასეთი საქმეები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განსახილველად არ შემოსულა.

 

ასევე არ შემოსულა ,,საქართველოს სახალხო დამცველის’’ მიერ მოთხოვნილი  2013 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის მაისამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1073, 1553-1556 და 1711-1713-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები.

 

რაც შეეხება ,,ქალთა ინიციატივის მხარდამჭერის ჯგუფის’’ წარმომადგენლის ანა გუნიას განცხადებას სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის გამოყენების  ანალიზთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2012 წლის 27 მარტიდან 2016 წლის 15 მარტამდე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 31 და 142-ე მუხლების გამოყენების პრაქტიკა არ გაგვაჩნია, ვინაიდან ამ პერიოდში განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე არც ბრალდების მხრიდან და არც სასამართლოს მიერ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე მითითება და მსჯელობა არ ყოფილა.

 

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი’’-ს განცხადება - 2003 წლიდან დღემდე შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ვინაიდან 2010 წლის ჩათვლით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები გადაგზავნილია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხობის საარქივო განყოფილებაში, ხოლო 2011 წლიდან დღემდე განხილულ არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოდგენილი არ არის.

 

,,ჟურნალისტიკის განვითარების ცენტრის განცხადებით მოთხოვნილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე, 853-ე, 854-ე, 86-ე, 893-ე  და სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე, 302-ე და 305-ე მუხლებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სისხლის სამართლის საქმეები არ შემოსულა.

 

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI’’-ს მომართვა 2014 წლის 2 მაისიდან 2016 წლის 1 მარტამდე ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად სასამართლოში საქმეები არ შემოსულა და არ განხილულა. ასევე არ შემოსულა თამარ გვასალიას განცხადებაში მითითებული საქართველოს სსსკ-ის 124-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების (საბანკო ანგარიშების მონიტორინგი) განხორციელების თაობაზე შუამდგომლობები;

 

,,ნეტგაზეთიდან’’   შემოსული განცხადება 2014 წლის 02 ივნისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებული კონკრეტული პირის (სახელის და გვარის მითითებით) მიმართ გამოტანილი დადგენილების ასლის გადაცემის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ის შეიცავდა პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, ,,საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა”. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 -ე მუხლის თანახმად პერსონალური მონაცემების ცნება, მათი დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, ინფორმაციის გაცემის დროს, როდესაც სასამართლო არ მოქმედებს სამართალწარმოების მიზნით, სასამართლოს მიერ მონაცემთა დამუშავებაზე ვრცელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება.

 

რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მოთხოვნას, 2015 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე და 1501 მუხლებით განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილების და საქმის მასალების დაუშტრიხავი ასლების გადაცემის შესახებ, რომლებიც ეხებოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ადგილობრივი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების შენობების ფასადებისათვის საღებავით იერსახის დამახინჯების ფაქტებს, მოცემულ საქმეებზე ააიპ პოლიტიკური გაერთიანება - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’, როგორც დაზარალებული მხარე არ მონაწილეობდა, შესაბამისად არ არის მოხსენიებული არც ამ საქმეებზე მიღებულ დადგენილებებში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოში 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 1 მოთხოვნა (თითოეულ სასამართლოში):

სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული მოთხოვნა 2014 წლის 07 მაისიდან დღემდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდეტერციაკარის (სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე) ან/და ,,დისკრიმინაციის ყველა ფრომის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შემოსული სარჩელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის, მათი ასლების და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემის თაობაზე; აღნიშნული სარჩელები წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოებში არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად არც განხილულა.

ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის №1/328 გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შედის მესტიის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოები, შესაბამისად აღნიშნულ მოთხოვნებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ერთობლივი წერილით გაეცა პასუხი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი ნინო ჩემინავა და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - სასამართლოს მენეჯერი ლანა ბერიშვილი.

 

 

ნატრული აკობია

სასამართლოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი