დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ქალაქ თბილისის №172 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ − ქალაქ თბილისის №172 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
სსიპ − ქალაქ თბილისის №172 საჯარო სკოლის 2015 წლის 08 დეკემბრის №2-140 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ თბილისის №172 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ლია კახიძე.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 3 (სამი) მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 3 (სამი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოვიდა 1 (ერთი) მოთხოვნა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.
სსიპ − ქალაქ თბილისის №172 საჯარო
სკოლის დირექტორი დავით ბრეგვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები