საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ``

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ``
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137/1, 01/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002
  • Word
591
30/11/2003
სსმ, 137/1, 01/12/2003
140.080.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №591

2003 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრუ­ლებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღ­ვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;“.

2. დებულების მე-8 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დებულების შესაბამისად ამტკიცებს სამსახურის ქვედანა­ყოფების დებულებებს, უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;“

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსა­ხურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომ­ლებს;“.

3. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელს საქართველოს ექსპრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, ხოლო სამმართველოს სხვა თანამშრომლებს – სამმართველოს უფროსის წარდგინებით სამსახურის უფროსი.“.

4. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. სამსახურის დანაყოფების დებულებას, გარდა საქართ­ველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს დებულებისა, ამტკი­ცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს დებულების პროექტს შეიმუშავებს ამ სამმართველოს უფროსი და მისი წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“.

5. დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სისტემის შემადგენლობაშია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;

ბ) საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველო;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;

ე) პირადი დაცვის სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენ­ციების დაცვის სამმართველო;

ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართ­ვე­ლო;

თ) ოპერატიული სამმართველო;

ი) კადრების სამმართველო;

კ) სამეურნეო სამმართველო;

ლ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;

მ) სამსახურის აპარატი;

ნ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო;

ო) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;

პ) საფინანსო განყოფილება;

ჟ) სამედიცინო განყოფილება.“.

6. დებულების მე-16 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ექსპრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უშიშროების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს ექსპრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“.

7. მე-16 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების, მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის რეზიდენციის, დაცვითი ღონის­ძიე­ბების განხორციელება;“;

ბ) ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ექსპრეზი­დენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;“;

გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს ექსპრეზიდენტის პერსონალური უშიშროების ღონის­ძიებათა ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;“;

დ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ექსპრეზიდენ­ტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოებებზე ღონისძიებების უზრუნველყოფა .“.

„14. სამედიცინო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

„ა) საქართველოს პრეზიდლენტისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.“.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი