დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.019617 |
|
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010110020.10.003.019329) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად: 1. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის ოქტომბრის პირველ სამუშაო კვირაში და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო კვირაში მიაწოდონ განახლებული მონაცემები წინა თვის განმავლობაში მათ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების და დაკონტრაქტებული/დასაქმებული სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნების შესახებ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატით. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალის (ექიმი, ექთანი) შესაბამისი რეესტრის წარმოება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების“: ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე: გ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მაღალმთიან დასახლებაში განთავსებულ ფილიალებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი); გ.ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი): გ.ბ.ა) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/კ: 236035517); გ.ბ.ბ) შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ (ს/კ: 243123455); გ.ბ.გ) შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“ (ს/კ: 230805117); გ.ბ.დ) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“ (ს/კ: 222717246); გ.გ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი): გ.გ.ა) შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“ (ს/კ: 435892483), (მესტიის მუნიციპალიტეტი); გ.გ.ბ) შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურეობა“ (ს/კ: 435891448), (მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო); გ.გ.გ) შპს „ნიქოზის ამბულატორია“ (ს/კ: 217889266), (თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი); გ.გ.დ) შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“ (ს/კ: 229279839), (დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო); გ.გ.ე) შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“ (ს/კ: 229279919), (დუშეთის მუნიციპალიტეტი);“; ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) მაღალმთიან დასახლებებში „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესაბამისი მიმწოდებლები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი) ან შესაბამისი მიმწოდებლების მიერ დაკონტრაქტებული/დასაქმებული სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი.“; ბ) მე-2 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის;“; გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დანამატის მიღების უფლება და დანამატის ოდენობა ექიმისათვის/ექთნისათვის 1. დანამატის მიღების უფლება აქვთ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ: ა) ექიმს/სოფლის ექიმს; ბ) ექთანს/სოფლის ექთანს; გ) ამასთან, ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ექიმს/ექთანს დანამატის მიღების უფლება აქვს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ქონის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა: ა) 2017 წლის 1 იანვრამდე შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას, თუ მას საანგარიშგებო თვეში არ აქვს გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. საანგარიშგებო თვეში პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას გამოყენებული შეღავათი გამოაკლდება გადასარიცხი დანამატის ოდენობას; ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა: ა) 2017 წლის 1 იანვრამდე შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობას, თუ მას საანგარიშგებო თვეში არ აქვს გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. საანგარიშგებო თვეში პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას გამოყენებული შეღავათი გამოაკლდება გადასარიცხი დანამატის ოდენობას; ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობას.“; დ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, საშტატო ერთეულის გაზრდის შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვება ამ დადგენილებით განსაზღვრული დანამატის გაზრდა, წარუდგინონ დასაბუთებული პოზიცია საშტატო ერთეულის გაზრდის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“; ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო პერსონალს (ექიმი/ექთანი) ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები