სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 51601472807
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
51601472807
09/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ - ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლა

სსიპ – ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის 2016 წლის 5 დეკემბრის №1/კ 55 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნატალია ჯიქურაშვილი.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1(ერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1(ერთი) მოთხოვნა.

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ)საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა 1 სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების სახით სკოლას დაეკისრა 86.20(ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცი თეთრი)

სსიპ –ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯრო სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

1 (ერთი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

0 (ნული)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

1 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

1 (ერთი)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

1 (ერთი)

სკოლის დირექტორი ლელა ქვრივიშვილი