სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი
მიღების თარიღი 08/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის წლიურ ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის წლიურ ანგარიშს.

 1) საანგარიშო პერიოდში სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 154 (ას ორმოცდათოთხმეტი) წერილობითი განცხადება. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 105 (ას ხუთი) მოთხოვნა, 12 (თორმეტი) განცხადება კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 25 (ოცდახუთი) განცხადების შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცულ საჯარო ინფორმაციას ან მოთხოვნილი იყო პერსონალური მონაცემები (თანხმობის წარმოდგენის ან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე), მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული ცენტრში, არ იყო დაზუსტებული მოთხოვნა ან/და განცხადება არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხოლო 12 (თორმეტი) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად. 

2) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 3) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 4) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.

 5) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

დირექტორი                                                                          მაია მიმინოშვილი