დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019618 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2015, 040030000.10.003.018568) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე.“. 4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები