სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში

  • Word
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 08/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/12/2016
ვებგვერდი, 20/12/2016
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
სიღნაღის რაიონული სასამართლო

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს აპარატის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი - ნატო კრაწაშვილი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2016 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 24 ” განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამთავრებო ორგანიზაციიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასმედიის წარმომადგენელთაგან 23 განცხადება, მოქალაქეთაგან 1 განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან ,,22” მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ,,2“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ნატო კრაწაშვილის მიერ.

მიმდინარე წელს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

ნატო კრაწაშვილი