საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022675
  • Word
2513
09/12/2016
ვებგვერდი, 16/12/2016
000000000.00.003.022675
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2513

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის მიერ მის  სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურს (შემდგომში - სამსახური) მიეცეს თანხმობა,  მის  სარგებლობაში  არსებული,   ამ განკარგულების  №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება  და   №2 დანართში  მითითებული მოძრავი ქონება (სასადილო ინვენტარი),    აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,  გადასცეს შპს „ილი ჯგუფს“ (ს/ნ:  205265808),  წლიური საიჯარო ქირით – 68944.26 ლარად (სამოცდარვა ათას  ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და 26 თეთრი).

2. შპს „ილი ჯგუფმა“ უზრუნველყოს  ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა:

ა) 2016 წლის  31 დეკემბრამდე   - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;     

ბ) 2017 წლის 25 აპრილამდე - 38944.26  ლარის (ოცდათვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი  ლარი და 26 თეთრი) ოდენობით.   

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი