დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022667 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2509
2016 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებები.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული შეიარაღების, მათი სათადარიგო ნაწილების, აღჭურვილობისა და მათთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მიღება, შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გადაცემის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები