დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში (2016 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)
2016 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრირებულია სულ 67 განცხადება, აქედან 42 განცხადება იურიდიული პირისგან, ხოლო 25 - ფიზიკური პირისგან; 33 განცხადება წერილობითი, ხოლო 34 - სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა (ინფორმაცია არ ინახებოდა ჩვენს უწყებაში და შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას). ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება სამინისტროში არ შემოსულა.
2016 წლის განმავლობაში დაწესებულების საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები