დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის N45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.029.016381 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანების (სსმ, 64, 07/06/2010; 010320000.22.029.014715) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში –
დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო დავების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზის წარმოება, რომლის ადმინისტრირებაც ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;“. 2. დებულების მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) აწარმოებს სასამართლო დავების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას.“; ბ) მე-5 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამზადებს სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნებს, შენიშვნებსა და წინადადებებს;“; გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) აწარმოებს ადმინისტრაციული საჩივრების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები