სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 14/63008
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14/63008
09/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიში
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

 

ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად: 

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 1013 განცხადება, მათგან გაცემულია პასუხი 996 განცხადებაზე, ხოლო 17 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება (სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის  მონაცემები); 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსული განცხადებებიდან:

1) საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 672 შემთხვევაში;

2)  მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 35 შემთხვევაში;

3)  განხილვის პროცესშია 17 განცხადება;

4)  289 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კატეგორიები: არ მოიპოვება, კონფიდენციალური, პერსონალური, გრიფით „საიდუმლო“ და ცილდება კომპეტენციას).

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სააგენტოს კორესპონდენციის მართვის სამსახურის უფროსი;

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კორესპონდენციის მართვის სამსახურის უფროსის მიერ;

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე;

საჯარო ინფორმაციის მოპოვება ხორციელდება შემდეგი პროგრამების საშუალებით:

1) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა „დესი“;

2) ელექტრონული არქივის პროგრამა;

3) Priv-ის ელექტრონული პროგრამა; 

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებზე ინფორმაცია განთავსებულია: 

 www.data.gov.ge-ის ვებ-გვერდზე;

საჯარო ინფორმაცია განთავსებულია:

 www.nasp.gov.ge-ის ვებ-გვერდზე. 

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

2016 წლის მანძილზე სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოყენებული არ ყოფილა. 

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ;

ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

   

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ეკატერინე სისაური