დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2336 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2498 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022660 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2 498
2016 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2336განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2336 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი −საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე − სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
ნოდარ ხადური − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი ;
გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ვარდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბუთხუზი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი .“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები