სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 5608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 12/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
5608
12/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2016 წლის ანგარიში
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ანგარიშს:

2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ (შემდგომში – სააგენტო) პასუხი გაეცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ 50 განცხადებას. ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა ერთ შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ერთი განცხადება. ამასთან, ცხრა შემთხვევაში განმცხადებელს ეთხოვა ინფორმაციის დაზუსტება, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა. ერთი განცხადება ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განმცხადებელს ეთქვა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.

სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემები გროვდებოდა, მუშავდებოდა, ინახებოდა და გაიცემოდა კანონით დადგენილი წესით.

სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

სააგენტო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

ზაზა ნანობაშვილი