საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022647
  • Word
2486
07/12/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
000000000.00.003.022647
საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №248 6

2016 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს პარლამენტს, რომ კომერციულ ბანკებს ბანკომატების განსათავსებლად 2018 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზ. 8-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.15.05.049.001) და ქალაქ ქუთაისში, ირ. აბაშიძის 26-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 03.01.22.163) მდებარე პარლამენტის სასახლეებში არსებული შესაბამისი ფართობი (თითოეულ სასახლეში 8 ერთეული ბანკომატი, თითოეულისათვის 2 მ2 ფართობი).

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი