დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022648 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2485
2016 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობებში (ქ. თბილისი, ლეონიძის ქუჩა №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გიორგი ლეონიძის ქ. №5), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განთავსებულია სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განახორციელოს შენობების მომსახურებისთვის:
ა) 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელგენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან;
ბ) 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელგენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები