საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022656
  • Word
2481
29/11/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
000000000.00.003.022656
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2481

2016 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2016 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორივე ტურის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციო თანხების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 2 460 000 (ორი მილიონ ოთხას სამოცი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს უფლება, მიმართოს სახსრები:

ა) „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №547, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1280 და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2252 განკარგულებებით გამოყოფილი თანხებიდან წარმოქმნილი ეკონომიიდან;

ბ) 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი