დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/ნ 202886788) მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022638 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2476
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/ნ 202886788) მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (ს/ნ 202886788) მიეცეს უფლება, სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაგირო გზის ძველი სადგურიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები