„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022637
  • Word
2475
29/11/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
000000000.00.003.022637
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2475

2016 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შპსსაქართველოს მელიორაციისკაპიტალის გაზრდისა და  ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 41 300 000 (ორმოცდაერთი მილიონ სამასი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემის ზონაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;

ბ) სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებებისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე 11 700 000 (თერთმეტი მილიონი შვიდასი ათასი) ლარის გადარიცხვა.“.

 

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი