დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2472 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022634 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2472
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაყილოვანის, საკობიანოს, ყვარელწყლის, დედისფერულის, ქორეთის, დუისის, წინუბნის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ხორბალოს, ზემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ქვემო ხალაწნის, დუმასტურის, ომალოს, არგოხის, მაღრაანისა და ფიჩხოვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;
„ც) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შოროხის (სარუსო), ჩანტლისყურეს, საბუეს, შაქრიანისა და ზინობიანის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატისა და თივის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები