დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022633 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2471
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მოწყობის პროექტის განსახორციელებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან მიიღოს გრანტი 65 327.32 (სამოცდახუთი ათას სამას ოცდაშვიდი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის ეკვივალენტი ევროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გრანტის გადახდის დღისათვის დაფიქსირებული კურსის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ევროს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები