დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022632 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №24 70
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, შემდეგ ნაპირსამაგრ სამუშაოებზე:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიბახევში, მდ. ალაზნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში, მდ. ალაზნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში, მდ. ჩელთისა და მდ. ალაზნის შესართავთან ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალღოჯიანში, მდ. შოროხევის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ენისელში, მდ. ინწობას კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში, №1 „მილარის უბანში“, მდ. ალაზნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში, №2 „მილარის უბანში“, მდ. ალაზნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში, №3 „მილარის უბანში“, მდ. ალაზნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები