,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016217
26
12/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
010250050.35.120.016217
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2016 წლის 12 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17.07.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;

ე) შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;

ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ)  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) სახანძრო-სამაშველო სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით’’.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია