დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 09/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი |
საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.
2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე, საჩხერის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 29 (ოცდაცხრა) განცხადება შემოვიდა. 28 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - იროდი ასანიძემ.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.
საჩხერის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
დოკუმენტის კომენტარები