ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ამბროლაურის რაიონული სასამართლო

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2016 წლის 10 დეკემბრიდან - 2016 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 27 (ოცდაშვიდი) განცხადება შემოვიდა. 26 (ოცდაექვსი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - მერაბ კობახიძემ.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.