„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.019606
540
09/12/2016
ვებგვერდი, 13/12/2016
480180000.10.003.019606
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 480180000.10.003.016169) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-10 პუნქტი:

„10. „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №10).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავების ზომებისადმი დაქვემდებარების, გამოყენებული მეთოდებისა და მათი გამოყენების მიზეზების შესახებ წერილობითი ფორმით მიეწოდება საჰაერო ხომალდის პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემის შემთხვევაში აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10).“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გემის შემთხვევაში – აღმოჩენილი ფაქტები და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებები აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში, ასევე მიეთითება „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის დაფიქსირებით;“;

გ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პირობები ისეთია, რომ ამ პროცედურების განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის აზრით, დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, იგი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10) გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო, გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. აღმოჩენილი რისკები და გატარებული ღონისძიებები უნდა აისახოს მოწმობასა და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10).“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დარღვევების არსებობისას, უფლებამოსილი პირი დამატებით ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე“ დაფუძნებული „გემის ინსპექტირება და გემის სანიტარიული სერტიფიკატის გაცემის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით.“.

4. დადგენილებას დაემატოს დანართი №10 თანდართული ფორმით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №10

გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა

Evidence Report Form

 

შეიცავს ინფორმაციას კონტროლის დროს აღმოჩენილი დარღვევებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

List of evidence found and control measures to be performed

 

წარმოადგენს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის დამატებას

Evidence Report Form to support the Ship Sanitation Certificate

 

დამატების თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, შტამპი და თარიღი. თუ დამატება თან ერთვის უკვე არსებულ გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას, აღნიშნულში მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს (მაგ., შტამპით).

When attached to the Ship Sanitation Certificate (SSC), each page of this attachment needs to be signed, stamped and dated by the competent authority. If this document is used as an attachment to a pre-existing SSC, this attachment must be noted in the SSC (e.g. by using a stamp).

 

საზღვაო ხომალდის დასახელება  და IMO № ან რეგისტრაციის №

Ship’s name and IMO-No. or Registration

გემის ბორტზე მყოფი პასუხისმგებელი პირის, (კაპიტანი/ოფიცერი)  სახელი, გვარი და ხელმოწერა:

Name and signature of responsible ship officer on board:

მოწმობის გამცემი ორგანო

Name of issuing authority

ინსპექტირების ფაქტობრივი თარიღი:

Actual inspection date

 

____/____/______

გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების  მოწმობის გაცემის თარიღი: ____/____/______

Date of referred SSC 

გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების  მოწმობა გაიცა პორტში:

SSC issued in the Port of:

აღინიშნოს ზონები, რომლებიც არ შემოწმებულა:

Indicate  areas that have not been inspected:

საცხოვრებელი სათავსები

Quarters

კამბუზი, სურსათის სათავსი, კვების სამსახურის/ობიექტის ტერიტორია

Galley, pantry, service area

 

საწყობები

stores

ბავშვთა მოვლის ობიექტები

Child care facilities

სამედიცინო მომსახურების ობიექტი

Medical care facilities

 

საცურაო აუზები/ჰიდრომასაჟების აბაზანები

Swimming pools/spas

მყარი და სამედიცინო ნარჩენები

 solid and medical waste

 

სამანქანო განყოფილება

 Engine room

 

სასმელი წყალი

 Potable water

 

ჩამდინარი წყლები

sawage

საბალასტე წყლები

Ballast water

ტრიუმები/სატვირთო სათავსები

Cargo holds

 

სხვა (მაგ., სამრეცხაოები და სარეცხი მანქანები) Other (e.g. laundry and washing machine)

 

ბორტზე გამოვლენილია  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობები

Detected health events on board

 

დიახ

 yes

არა

 no

გამოვლენილი ფაქტის კოდი

Evidence  Code

 

გამოვლენილი ფაქტები (მოკლე აღწერილობა ჯანმო-ს საკონტროლო ნუსხის მიხედვით)

(თითოეული ფაქტი გაიხაზოს ერთმანეთისგან განცალკევების მიზნით

 

Evidence found (brief description according WHO checklist)

Draw a horizontal line below each evidence found)

 

გასატარებელი ღონისძიებები

Measures to be applied

მოთხივნილი  required

რეკომენდებული  recommended         

მიღებული ზომები ეფექტურად განხორციელდა (განმეორებითი ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოს შტამპი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

 Measure successfully performed (Stamp & signature of re-inspecting authority)

 

 

 

 

 

 

უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი:

Name of issuing inspector:

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

Signature of issuing inspector:

მოწმობის გამცემი  ორგანოს შტამპი:

Stamp of issuing authority:

 

გვერდი Page   

 

დან of