სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 81601469633
დოკუმენტის მიმღები სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
81601469633
09/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა

სსიპ –გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის № 6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის დირექტორის 2015 წლის 10 სექტემბრის N1/კ-122 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ხათუნა ციცქიშვილი.

 ა) სკოლაში სულ 1 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

 ბ) დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა შემოვიდა 0, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა – 0, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე – 3;

 დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

 ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს. შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

 ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯის სახით სკოლას დაეკისრა 100,00 (ასი) ლარის გადახდა.

 სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

1(ერთი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

1(ერთი)

გადაწყვეტილების მიღება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე

0 ( ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 ( ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 ( ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

3(სამი)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 ( ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

1 ( ერთი)

სკოლის დირექტორი თამარ ხადური