დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.019612 |
|
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს) სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით, ავადმყოფობის გამო შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში – სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში, შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – 112 თვეს. შვებულების ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობას, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას; ბ) თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი ოდენობით; გ) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება: გ.ა) ფულადი სარგო და დანამატები (არსებობის შემთხვევაში), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ.ბ) კვების კომპენსაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 8 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები