სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N 2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N 2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 61601472169
დოკუმენტის მიმღები ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
61601472169
09/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N 2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლა

სსიპ – დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – დავით კაკიაშვილის სახელობის ქ. ხაშურის №2 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ ქ. ხაშურის 2 საჯარო სკოლის 2016 წლის 6 დეკემბრის №1/კ73 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის 2 საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი ბელა რიკაძე.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 9 (ცხრა) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა;

ბ) დაკმაყოფილდა 9(ცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების მოთხოვნით შემოვიდა 19 მოთხოვნა და ყველა დაკმაყოფილდა;

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გვითქვამს;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, არ გასაჩივრებულა.

ზ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა 1 სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა და სკოლას დაეკისრა გადასახადი 80 ( ოთხმოცი) ლარი.

სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე