დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016387 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/10/2014, ს/კ 010250020.35.160.016241) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი: „ყ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.“ ; ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მატერიალური უზუნველყოფის განყოფილება.“; გ) მე-3 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მატერიალური უზუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენელების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება; ბ) მერიის ბიუჯეტისა და შესყიდვების გეგმის დამტკიცების შემდეგ გამოცხადებელ ტენდერებსა და გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; გ) დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვის ადმინისტრაციულ ნაწილში წლის განმავლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; დ) საკრებულოს განკარგულებისა და მერის ბრძანების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის პროგრამაში ეტაპობრივად საწვავის ლიმიტის ცვლილების განხორციელება სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებულ საკუთარ ავტომანქანებზე; ე) მერის ბრძანების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის პროგრამაში კორპორატიული ტელეფონების მომსახურების კონტროლი და ცვლილებების შესატანად საჭირო დოკუმენტაციების მომზადება; ვ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადმინისტრაციული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები) მომზადება და სხვა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურის, სასაქონლო ზედნადების და სხვა) შეგროვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) დამტკიცებული ბიუჯეტისა და გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯვის კონტროლი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 16 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები