დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016386 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №25 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27.10.2014 წ., ს/კ 010250020.35.160.016237) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა; ბ) საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა; გ) ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება; დ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება; ე) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა; თ) საჯარო მოხელეთა პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა; კ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა; ლ) ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია; მ) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება; ნ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ო) თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას; ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, განხილვას და მათ მიღებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ვ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას; ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარებას; თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, განცხადებებისა და წერილების განხილვა; ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის და ადმინისტრაციის უფროსის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სხდომაზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას; გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სხდომებისა და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების წარმოებას. მერის მიერ მიღებული წინადადებების/შენიშვნების/დავალებების აღრიცხვას და შემსრულებლამდე დაყვანას; დ) მერიის თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, დედნების თანადართული მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, დოკუმენტების შემსრულებლამდე დაყვანას; ე) აწარმოებს მერიის თანამდებობის პირების კორესპონდენციის სატიტულო ბლანკების აღრიცხვას; ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, აღრიცხვას, რეგისტრირებას და დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას; ზ) ადმინისტრაციაში დაცული დოკუმენტაციის ასლების დამოწმებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებას, პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას; ბ) საკადრო რესურსების შესახებ პერიოდულ სტატისტიკურ ანალიზს; გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებას; დ) მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ე) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებების წარდგენას; ზ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ი) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურში საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტექნიკური უზუნველყოფის განყოფილება უზუნველყოფს: ა) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართულ მუშაობასა და ადმინისტრირებას; ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის მატერიალური-ტექნიკური საშუალებების განაწილებას და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობას; დ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგსა და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფას; ე) დაწესებულების კომუნალური მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას; ვ) ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნას; ზ) IT ადმინისტრატორის ფუნქციების შესრულებას; თ) დაწესებულების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას; ი) სამეურნეო-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას; კ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას; ადმინისტრაციულ ერთეულებში დანერგილი ელექტრონული პროგრამების გამართულ მუშაობას; ლ) ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადებას; მ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, ელექტრონული საშვების დამზადებასა და თანამშრომლებისათვის გადაცემას; ნ) საერთო ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული საშვების აღრიცხვასა და გადაცემას საშვების გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის; ო) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამართულ მუშაობას; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; ვ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქმისწარმოების განყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს: ა) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; ბ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის; გ) დავალებების სათანადო გაფორმებას; დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ე) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე შტამპების სათანადო გამოყენებას; თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ი) ქალაქ რუსთავის მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას და მის სრულყოფას, ქალაქ რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზაციასა და დოკუმენტების შესრულების კონტროლს; კ) ქალაქ რუსთავის მერიაში შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონული დამუშავებასა და მიმართულების მიცემას; ლ) ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითზებზე საკონსულტაციო-მეთოდურ დახმარებასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას; მ) რეაგირების გარეშე დარჩენილი და შესრულების ვადაგადაცილებული საკონტროლო დოკუმენტების შესახებ ქალაქ რუსთავის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის წარდგენას; ნ) ქალაქ რუსთავის მერიის თანამდებობის პირების მიერ მომზადებული საინიციატივო (გასული) წერილების ელექტრონულ დამუშავებას, დაგზავნის უზრუნველყოფას, მიღებული პასუხების ელექტრონულ დამუშავებასა და მასალების საქმეში ფორმირებას; ო) ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შეტყობინებების ფოსტისა და დამტარებლის მეშვეობით ადრესატებამდე დაყვანას; პ) საარქივო საქმის წარმოებას; ჟ) საიდუმლო საქმისწარმოებას; რ) გაცემული ინდივიდუალური მუდმივი მოხმარების ელექტრონული საშვების სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 16 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები