დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016385 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 9 დადგენილების (www.matsne.gov.ge 12.08.2014 წ., ს/კ 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა, საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპოდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საკრებულოში წარსადგენი და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა, პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა, მათი სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა, მერის დავალებების შესრულების კონტროლი, დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება, დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი დადაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა, სამსახურის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობა, საკადრო რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურში გამოცხადების, მერიის შინაგანაწესის მოთხოვნებისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი.“; ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესაბამისი დოკუმენტების დადგენილი წესით წარმოება, საფინანსო ოპერაციების წარმოება, ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, დადგენილი წესითა და პროცედურის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებაზე ზედამხედველობა, სატენდერო კომისიების ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება, ელეტრონული ტენდერებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ელექტრონული განაცხადის მომზადებასა და გამოქვეყნებაზე კონტროლი, მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 16 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები