დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016266 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2016 - 30/12/2016)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8270.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადა
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1250.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5959.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლ
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1060.2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6845.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1424,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1424.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
|
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს 20 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 213,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 125.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ „საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 16.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე პროგრამის ფარგლებში – 17 წლამდე ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, ყოველი წლის გაზაფხულზე – მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეზერვისტთა გადამოწმება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელიც ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. მოსახლობას აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებთან, საკოლმეურნეო ბაზართან. გზების პრობლემა აწუხებს როგორც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს, სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები, მოსახლეობა ითხოვს გზის გაკეთებას. განსაკუთრების ჭირს გადაადგილება ზამთრის პერიოდში. პროექტის მიზანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა. პროექტი შესაბამისობაშია შიდაქართლის რეგიონულ სტრატეგიასთან; აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობას გაუუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გაუადვილდება გადაადგილება, მოსახლეობა მარტივად და სწრაფად შეძლებს სხვადასხვა სერვისების მიღება. ამ გზით ბავშვები უფრო მარტივად ივლიან სკოლაში, სკოლისგარეშე დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც რეაბილიტაციის შემდგომ გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავების პროგრამის განხორციელება, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში: ქ. ქარელის, დ. აგარის, სოფლების: ქვენატკოცის, რუისის, ურბნისის, ბებნისის, კეხიჯვრის, ფცის, ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, მოხისის, ბრეთის, დირბი, ბრეთის მეურნეობა, ავლევი, ცერონისი, კნოლევი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული, სასირეთი, ღოღეთი, ქვემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთი, ბრეძა, ატოცი, ჭვრინისი; ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 35 ადმინისტრაციული ერთეულის (ქ. ქარელის, დ. აგარის, სოფლები: ქვენატკოცა, ბებნისი, ლეთეთი, ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქობესაანთ უბანი, თათანაანთ უბანი, სამწევრისი,ვედრება, სანებელი, რუისი, ურბნისი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ძლევიჯარი, ყინწვისის, ზღუდერი, მოხისი, ახალსოფელი, დირბის, დვანი, ტახტიძირი, ფცა თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული;სოფლების ახალსოფლის და მოხისის დევნილთა ჩასახლებები) მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან ნარჩენების გატანის; ქარელის და აგარის ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავების და სანიაღვრეების გაწმენდის ღონისძიებებს. ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებობს სასმელი წყლის პრობლემები; მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები და შიდა ქსელები და სათავე ნაგებობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს იგეგმება სოფლების საციხურის და ცერონისის სასმელი წყლის ჭაბურღილის და სისტემების მოწყობა, გამრიცხველიანებით, რითიც გააუმჯობესდება აღნიშნული სოფლის 1500 მოსახლის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობები. ბ.დ) საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მიწების ელექტრონული ნახაზებისა და საკადასტრო გეგმების მომზადება. ბ.ე) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) ქარელის მუნიციპალიტეტში (ქარელი, აგარა, ბებნისი, ბრეთის მეურნეობა) არსებული მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია; სარეაბილიტაციოა, სადარბაზოები და სარდაფები, გასამაგრებელია საძირკვლები; აღნიშნული პროგრამის გარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები ამხანაგობებთან თანადაფინანსებით ან მის გარეშეც; გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მოსახლეობის დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 2016 წელს იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ხეების დარგვა და შადრევნის მოვლა-შენახვა გ.ა) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01) გამწვანების და ხეების მოვლის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა ქ. ქარელში, დ. აგარაში, სოფ. რუისში, სოფ. ბერძენაულში განხორციელდება ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ხოლო ხეების მოვლა (გადაბელვა, მოჭრა) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ ხეებზე, ამორტიზებული ხეები საფრთხეს უქმნისროგორც მოსახლეობასა და ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. აღნიშნული ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქ. ქარელში ნინოშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის და შადრევნის მოვლა-შენახვას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) ადამიანის სწორი განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სკოლამდელი აღზრდა. ქარელის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას იღებს 1300 -ზე მეტი აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები და დაგეგმილია საბავშვო ბაღების მცირე ნაწილის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ა) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება რუისიში და ზემო ხვედურეთში არსებულ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემების მოწყობა და მცირე სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ბაღების ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 250 ბავშვამდე; ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მიცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თექაზე მუშაობის, კულინარიის და სხვადასხვა მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრის, მხატვრული კითხვის შემსწავლელი კურსები. ხელფასის სახით ანაზღაურდება წრის ხელმძღვანელები (5 მასწავლებელი, 81 მოსწავლე) მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურადდ აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2017 წლის განმავლობაში 700-მდე სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ძიუდოს, სამბოს, ქართული ჭიდაობის სექციები, სადაც 440-მდე ბავშვებთან მუშაობს 19 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე ფეხბურთის სექცია, სადაც 149 ბავშვთან მუშაობს 5 მწვრთნელი. განსაკუთრებული წამატებით გამოირჩევა ჭადრაკის სექცია, სადაც გაერთიანებულია 53 ბავშვი და 2 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე კრივის, კიკბოქსინგის და ხელბურთის სექცია, სადაც გაერთიანებულია 55 ბავშვი და 2 მწვრთნელი. სოფლებში ქვენატკოცა და კნოლევში იგეგემება მინი სტადიონების მოწყობა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ბ. ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ქარელის და აგარის სახელოვნებო სკოლა და რუისის მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 500 – მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ქარელის სახელოვნებო სკოლისათვის გამოყოფილია – 81 500 ლარი; აგარის სახელოვნებო სკოლა 69 207 ლარი; რუისის სამუსიკო სკოლა – 67 843 ლარი; აღნიშნულ სკოლებში ფუნქციონირებს ფორტეპიანოს და ვიოლინოს განყოფილებები, ასევე სიმღერის გუნდები „ქოზიფა“, „აგარა“, „მროვი“. ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელი მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. აღნიშნული პროგრამა ფინანსედება. ბ.დ) კულტურის სახლისა და სოფლის კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 3 სოფლის კლუბი (კეხიჯვარი, ბრეთი, ხვედურეთი) და ერთი ქალაქის კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯონების თეატრი, ბავშვთა დრამატური თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები (ააიპ კულტურის და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანება) ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალი სამუზეუმო ექსპონანტი, პროგრამის დაფინანსება შეადგენს ბ.ვ) მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“, რომელსაც სრულად აფინანსებს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, აღნიშნული ანსამბლი ორიენტირებულია ქართული ხალხური სომღერების პოპულარიზაციისკენ და სტაბილურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივლებსა და კონკურსებში. (ააიპ კულტურის და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანება) ბ.ზ) კულტურის და ხელოვენების დაწესებულების გაერთიანების ადმინისტრაციული ხარჯი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას. აღნიშნული ა(ა)იპ მოიცავს შემდეგ ფილიალებს: ქარელის კულტურის ცენტრი, მუზეუმი და ქარელის ბიბლიოთეკა. გაერთიანების მიზანია კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებლივი ურთიერთობების დარეგულირება, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ განყოფილებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია ბ.თ) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) – პროგრამა ითვალისიწნებს საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა-განვითარებას მუნიციპალიტეტში და მიმდინარე სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას; გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
დ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, ზოგიერთ ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 90 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბოლო წლებში გაზრდილი პენსიების და სოციალური დახმარებების მიუხედავად მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ქარელის მუნიციპალიტეტში კვლავ არის უფასო სასადილოების ფუნქციონერების აუცილებლობა,რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსაკუთრებით გაჭირვებულთა ყოველდღიური კვების პრობლემების მოგვარებაში. ბ.ბ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. ბ.გ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) მოსახლეობის მკურნალობით დახმარების პროგრამა – საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებობს სხვადასხვა სახის და მოცულობის მოსახლეობის ჯანმრთელობის და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, რომელიც ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან მოიცავს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სერვისი. აღნიშნული დადგენილების გარეთ დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია აქედან გამომდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის, ოპერაციის და გამოკვლევების თანადაფინანსებას 40%-ით, წლის განმავლობაში მხოლოდ ერჯერადად. მრავალშვილიან ოჯახებში, ახალშობილთა დახმარების პროგრამა – მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული ოჯახები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივ თანადგომას საყოფაცხოვრებო და სხვა სოციალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. პროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას, რომელთაც შეეძინებათ მესამე და ყოველი მომდევნო შვილი; პროგრამის მიხედვით მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს გაეწევა დახმარება – 600 ლარის ოდენობით; მეოთხე შვილზე – 800 ლარი; მეხუთე შვილზე – 1000 ლარი; ყოველ მომდევნოზე შვილზე – 200 ლარის დამატების გათვალისიწნებით; ცელიაკიის დიაგნოზით დაავადებულ პირთა და თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა დახმარების პროგრამა“ – ქარელის მუნიციპალიტეტში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემოსული მომართვების საფუძველზე შესწავლილი იქნა ცელიაკიით დაავადებულ და თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა საჭიროებები და პრობლემები; ცელიაკიით დაავადებულებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება, ცილა გლუტენის გარეშე; ხოლო თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ პირებს უწევთ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროცედურის ჩატარება მუნიციპალიტეტის გარეთ; რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული დაავადებები წარმოადგენს ისეთი დაავადებების ნოზოლოგიას, რომელთაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული მკურნალობა. აღნიშნულიდან გამომდინარე დამუშავდა შესაბამისი პროგრამა რომელიც ითვალისიწინებს: ა) ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი, ცელიაკიით დაავადებულ ბენეფიციართა კვებისათვის, დახმარებას წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2000 ლარისა; რომელიც საჭიროა შესაბამისი სახეობის კვებითი ნაწარმის შესაძენად; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა დახმარება, წელიწადში ერთჯერადად – 500 ლარის ოდენობით; სტუდენტების დაფინანსების პროგრამა – ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მარჩენალდაკარგული, პირველი ჯგუფის ინვალიდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს (0-დან 50 000 ქულის ჩათვლით), რომელთაც ესაჭიროებათ სწავლის დაფინანსება აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ასეთ კატეგორიას არ გააჩნია ის შემოსავლები, რითიცუზრუნველყოფილნი იქნებიან წლის განმავლობაში სწავლის გადასახადისაგან. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტში დამუშავდა პროგრამა ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებზე,რომელიც ითვალისწინებს წლიურად სწავლის გადასახადის გადახდას 500 ლარის ფარგლებში. პროგრამით ისარგებლებენ: 1. პირველი ჯგუფის ინვალიდი ოჯახის სტუდენტი (იგულისხმება 1 ჯგუფის ინვალიდის ოჯახის წევრი) . 2. მარჩენალ დაკარგული ოჯახის სტუდენტი . 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-30000 ჩათვლით. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა – ამჟამად საქართველოში მიმდინარე სასიკეთო ძვრებმა არსებითი კვალი დაატყო პროგრამაში მონაწილე კატეგორიათაცხოვრებას. მიუხედავად ამისა ასეთი კატეგორია კვლავ განიცდიან საზოგადოების მხრიდან ყურადღების დეფიციტს, რის გამოც არა მარტო მატერიალურ, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც იმსახურებენ. პროგრამა ითვალისწინებს დღესასწაულების და სხვა საზეიმო ღონისძიებების მოწყობას და მატერიალურ თანადგომას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე. პროგრამის ბენეფიციარებია: ა) სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტში; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებული უხუცესები; გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდაცვლილი ჰყავს ორივე მშობელი ან ერთ-ერთი მშობელი ცოცხალია, მაგრამ ჩამორთმეული აქვს დადგენილი წესით მშობლის უფლება) შშმ პირთა დახმარების პროგრამა – რომლის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირების რეაბილიტაციის კურსი, შესაბაბის ტიპის დაწესებულებაში მყოფი 0 – 25 წლამდე ბენეფიციარები; ბ. დ) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ. ე) საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ურბნისის და სოფ. ხვედურეთის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ბ. ვ) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40%-ის ოდენობით (განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდება სრული ანაზღაურება). |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
|
მუხლი 19 |
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები