დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №281 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 534 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019601 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №281 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2014, 010220020.10.003.017901) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) უფროსი; ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი; ლ) საქართველოს მთავარი პროკურორი; მ) საქართველოს სახალხო დამცველი. 2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს; ბ) საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს; გ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს; დ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს; ე) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში; ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს; ზ) აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს; თ) საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს; ი) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელს საქართველოში; კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თავმჯდომარეს; ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს; მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს; ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ აღმასრულებელ დირექტორს; ო) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელს. 3. დამტკიცდეს თანდართული საკოორდინაციო საბჭოს დებულება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები