„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019600
533
09/12/2016
ვებგვერდი, 12/12/2016
010220020.10.003.019600
„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №533

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 010220020.10.003.017962) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

კ) საქართველოს მთავარი პროკურორი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ო) საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;

პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

ჟ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

რ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი;

ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის  დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი