„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.019599
532
09/12/2016
ვებგვერდი, 12/12/2016
010340000.10.003.019599
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №532

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.06.2014, 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო  დაწესებულებაში  სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, სსიპ – კონკურენციის სააგენტოში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის საკითხებზე.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი