„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 12/11/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
  • Word
552
06/11/2003
სსმ, 129, 12/11/2003
190.040.000.05.002.002
„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №552

2003 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის 348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლარის მიმოქცევის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრისა და მის ერთადერთ რეალურ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის 348 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

მიხეილ ალხანიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი

თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ზაზა გვარამია – ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განყოფილე­ბის უფროსი, კომისიის მდივანი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე ვახტანგიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

არმაზ თავაძე – სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახუ­რის თავმჯდომარე

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

ეთხოვოთ საქართველოს კონტროლის პალატასა და საქართველოს პროკურატურას მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში“.

2. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ მუშაობა წარმართოს „საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 აგვისტოს 475 ბრძანებულების შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევათა აღსაკვეთად განხორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

3. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა ზ. კობიაშვილმა, ა. შამანაურმა და გ. კვარაცხელიამ ფულის მიმოქცევის ხელშეწყობის მიზნით ადგილებზე სათანადო ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის, ეკონომიკური, მაკონტროლებელი და სხვა შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირთა მონაწილეობით წარმართონ ადგილზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობა დაეკისროთ უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ქვემო ქართლში ზ. კობიაშვილს, მცხეთა-მთიანეთში ა. შამანაურსა და სამცხე-ჯავახეთში გ. კვარაცხელიას.

4. გაუქმდეს ბრძანებულების მე-4 პუნქტი.

5. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს მუშაობა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზების საჭიროებისათვის თანხების ეროვნული ვალუტით გაცემის პრაქტიკულად განხორციელების მიმართულებით“.

6. ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) ფინანსთა სამინისტროსა (მ. გოგიაშვილი) და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. ბერიძე) შეთანხმებით სამ თვეში უზრუნველყოს ქვეყნის საზღვარზე ფულის ნიშნების შემოტანა-გატანის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება“.

7. ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) შესაბამის უწყებებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების საქმიანობის საგადასახადო სივრცეში მოქცევისა და მისი სრულყოფილი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება“.

8. ბრძანებულების მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ხაბურძანია), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ა.თავაძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ქმედითი ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობისა და მომსახურების, ფასების გამოუცხადებლობის, ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმის, მომხმარებელთა ინტერესების შელახვის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ზემოაღნიშნულმა სახელ-მწიფო უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაონ და საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას განსახილველად წარუდგინონ წინადადებები ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების თაობაზე.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) ერთ თვეში შეიმუშაონ წინადადებები:

ა) ქვეყანაში მოქმედი უცხოეთის საელჩოების, უცხო ქვეყნის საწარმოთა ფილიალებისა (წარმომადგენლობების) და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხელფასებისა და სხვა დანიშნულების ნაღდი ფულის ეროვნული ვალუტით გაცემის საკითხის მოსაგვარებლად;

ბ) აფხაზეთისა და ცხინვალის (სამაჩაბლო) ტერიტორიებზე რუსული რუბლის ნაკადების შემცირებისა და საბანკო სისტემის აღდგენა-მოწესრიგების უზრუნველსაყოფად“.

ე. შევარდნაძე