დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 08/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016182 |
|
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილების (სსმ, №65, 15.05.2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.280.020.16.009.008.604) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 8,26 % მათ შორის: – 110(35) კვ ძაბვის საფეხურისთვის – 1.74 %, – 10(6) კვ ძაბვის საფეხურისთვის – 1.32 %, – 0,4 კვ ძაბვის საფეხურისთვის – 5.20 %. შენიშვნა: * ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში აღრიცხვის სრულად მოწესრიგებამდე, ამ ქვეპუნქტით ძაბვის საფეხურებისათვის დანაკარგების ოდენობები მიკუთვნებულია პირობითად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები