ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე

  • Word
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 08/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების  შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე

2016 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა 94 განცხადება, დაკმაყოფილდა 94 მოთხოვნა;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის  გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას   ადგილი არ ჰქონია;

2016 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ;

2016 წლის  განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 35.50 (ოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი. 

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი                                        დაავით ჯიქია