ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზემო აფხაზეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
ზემო აფხაზეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 10 (ათი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 10 (ათი);

გ) მთავრობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინარული სახდელის დადება;

ე) მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

ვ) მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

 

ხელმძღვანელი                                                                                       მევლუდ ჯაჭვლიანი