სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
0
09/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი
სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

1. სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 95 განცხადება . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად , 2013 წლის სექტემბრიდან უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით . აღნიშნული სერვისის საშუალებით 2015 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 4 მოთხოვნა .

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული .

2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან :

) 80 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად ;

) 3 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ;

) 8 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;

) 4 განცხადება განხილვის პროცესშია , მიმდინარეობს საქმისწარმოება .

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმისა ან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველი იყო ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში არარეგისტრირებული ნორმატიული აქტის ან ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტის მოთხოვნა , რომელიც სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში არ არის დაცული .

 4. სააანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 95 განცხადებიდან 48 შემთხვევაში განმცხადებელი იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული პირი , არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი იქნა 9 განცხადება , მოქალაქეების მხრიდან 16 განცხადება , ხოლო სხვა დანარჩენი განხცხადებების ავტორები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საჯარო დაწესებულებები , ნორმატიული აქტის მოქმედების , მისი ძალადაკარგულად ცნობის , აქტის გამოქვეყნებისა და ასლის მოთხოვნასთან დაკავშირებით .

 5. საანგარიშო პერიოდში სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა .

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან /და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას , საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს .

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა . ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება , დამუშავება და შენახვა ხორციელდებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად .

საანგარიშო პერიოდშისაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა .

● საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ლევან ხარაიშვილმა .

სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნე ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .

სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას , დამუშავებასა და შენახვას . ამასთან , დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული , ისე მატერიალური სახით . აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს , რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე , მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება .

საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან , აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ხარჯებს , მათ შორის , მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების დაკისრებას ადგილი არ ჰქონდა .

სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                          ნიკა ახალბედაშვილი