ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების შესახებ

2016 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 14 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2016 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს აპარატის უფროსს აკაკი ქვათელაძეს.

2016 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2016 წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ქონია.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               ვალერი ბახტაძე