დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
2016 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა და დაკმაყოფილებულ იქნა 9 (ცხრა) განცხადება.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №12/126 ბრძანებით დანიშნული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის - ანა მელაშვილის მიერ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე პასუხის გაცემა ძირითადად ხდებოდა ელექტრონული ფორმით.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.
სამინისტროში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას სამინისტრო ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №12/127 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და სხვა მოქმედ კანომდებლობას.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები