იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში

  • Word
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 01/411
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01/411
08/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

საანგარიშო 2016 წელს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში წარმომადგენლობა) თავის საქმიანობას წარმართავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად, წარმომადგენლობის დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში, საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2016 წლის პერიოდის ანგარიშს:

ა) წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 212 (ორასთორმეტი) განცხადება, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით − 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 212 (ორას თორმეტი) ხოლო უარყოფითი პასუხით − 0 მოთხოვნა;

გ) წარმომადგენლობას გააჩნია: მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს; აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა ბაზა; აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებების მონაცემთა ბაზა; წარმომადგენლობა ჩართულია საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში (eDocument და eHRMS). აღნიშნულ ბაზებსა და სისტემებზე შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების საფუძველზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

ე) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

ვ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

 

მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი                                                       ზაზა ჩაჩავა