დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
• 2015 წლის 9 დეკემბრიდან 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 90 განაცხადი. აქედან:
Ø დაკმაყოფილდა − 86;
Ø განხილვის პროცესშია − 4;
Ø სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
• სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:
Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მონაცემთა ბაზას დაემატა
7 201 პირის მონაცემი;
Ø აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 1 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებული დეკლარაციებიდან 8-ს ჩაემატა დამატებითი მონაცემები;
Ø ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 47 და ჰუმანიტარული სტატუსი − 202 პირს.
• იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ მონაცემები გადაეცა:
Ø საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ხუთჯერ);
Ø სოციალური მომსახურების სააგენტოს (ეგზავნება ყოველთვიურად,
დევნილთა მიერ შემწეობის მისაღებად).
სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები