ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წელის ანგარიში

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წელის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 12/12/2016
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წელის ანგარიში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

მიერ 2016 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

 

 

საქართველოს კანონის “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად 2016 წლის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 32 (ოცდათორმეტი) განცხადება, მათ შორის 11 (თერთმეტი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით დაკმაყოფილდა 22 (ოცდაორი) განცხადება, რაზედაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში თამარ შეროზიას მიერ.

გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 22 (ოცდაორი), აქედან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე – 12 (თორმეტი), მედია საშუალებაზე – 5 (ხუთი), ადმინისტრაციულ ორგანოზე – 1 (ერთი),   პარლამენტის წევრზე 1 (ერთი),   მოქალაქეებზე 3 (სამი), 2016 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ დარღვევისა და  საჯარო  ინფორმაციაზე   პასუხისმგებელ   პირზე   დისციპლინური   სასჯელის  დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.