გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016349
43
09/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
010250050.35.148.016349
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 10  ივნისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016; 010250050.35.148.016336)  „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების    სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  10 ივნისის   №30  დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საქართველოს ყველა საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს და ქმნის სახელმწიფო და საზოგადოების განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და სპორტის სფეროში გრძელვადიან პროექტებს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დასარქმევად შერჩეული ობიექტის სახელდების მიზნით, შესაბამისი საცნობარო ინფორმაცია, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა ოფიციალური წყაროების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი