შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპისათვის“ 10 წლით მართვის უფლების გადაცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 03/11/2003
სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.002
  • Word
550
02/11/2003
სსმ, 127, 03/11/2003
240.050.000.05.002.002
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპისათვის“ 10 წლით მართვის უფლების გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №550

2003 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპისათვის“                10 წლით მართვის უფლების გადაცემის შესახებ

დარგის  სპეციფიკური და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენისა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით  დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის“ წესის საფუძველზე:

1. მოწონებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპის“ მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო პროგრამა და შესაბამისად 10 წლის ვადით გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან ერთად (ვ. კაპანაძე) ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება საინვესტიციო  პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

3. ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ერთი წლის ვადაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპმა“ მოიძიოს სტრატეგიული პარტნიორი კომპანია (კომპანიები), გააფორმოს მასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება (ხელშეკრულებები), რათა 10 წლის განმავლობაში განახორციელოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში“ ინვესტიცია – რეინვესტიცია ბრძანებულების თანდართული ხელშეკრულების პირობების დაცვით.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გ.ისაკაძემ და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე).

ე. შევარდნაძე